ჩვენს შესახებ სიახლეები ფორუმი წევრობა კონტაქტი
 

არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო საშუალებების ხანმოკლე გამოყენებაც კი სახიფათოა გულ–სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის 14.05.2011

2011 წლის 9 მარტს ჟურნალ "Circulation"–ის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო საშუალებების (აასს) უმრავლესობა ზრდის სიკვდილისა და განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის (მი) რისკს პაციენტებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ მი. ამასთან, რისკი იზრდება აასს–ების ხანმოკლე გამოყენების შემთხვევაშიც.

აასს–ების გამოყენებისას მკურნალობის პირველი 7 დღის განმავლობაში სიკვდილისა და მი–ის რისკი იზრდება 45%–ით, ხოლო მკურნალობის 3 თვის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში რისკი 55%–მდე იზრდება.

ზემოხსენებული რისკი იზრდება ყველა აასს–ის გამოყენებისას, გარდა ნაპროქსენისა. ამასთან, რისკის ზრდა მაქსიმალურია დიკლოფენაკის გამოყენების შემთხვევაში.

საყურადღებოა, რომ არასელექციური აასს–ის დიკლოფენაკის გამოყენებასთან დაკავშრებულია კარდიოვასკულური რისკის უფრო გამოხატული ზრდა, ვიდრე COX-2–ის სელექტიური ინჰიბიტორის როფეკოქსიბის (rofecoxib) გამოყენებასთან, რომელიც აშშ–ში ხმარებიდან 2004 წელს ამოიღეს არასასურველი "კარდიოვასკულური პროფილის" გამო.

ამრიგად, აასს–ის გამოყენება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ კარდიოვასკულური პათოლოგია.

დასასრულ, ექსპერტების რჩევით, თუკი აუცილებელია აასს–ის დანიშვნა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტისთვის, უმჯობესია შეირჩეს სელექტიური COX-1–ის მინიმალური დოზა (მაგ., ნაპროექსენი ≤500 მგ/დღ ან იბუპროფენი ≤1200 მგ/დღ), შეძლებისდაგვარად ხანმოკლე დროით.

მოამზადა გივი ჯავაშვილმა

წყარო: Medscape Medical News - Even Short-Term NSAID Use Risky in Cardiac Patients (Megan Brooks) და Circulation, 9 May, 2011

 

 







ჰედლაინები

გამარტივებული მიდგომა ჰიპერტენზიის მკურნალობაში -      სულ ახლახან, მიმდინარე თვის... 22.07.2009 ვრცლად

შეხვედრა აჭარაში მომუშავე ოჯახის ექიმებთან -      საქართველოს ოჯახის ექიმთა... 27.06.2009 ვრცლად

უწყვეტი სამედიცინო განათლების ციკლები იმერეთის რეგიონის ოჯახის ექიმებისთვის -      მიმდინარე წლის 15-დან 26... 26.06.2009 ვრცლად

ბეტა-ბლოკერები არა კარდიალურ ქირურგიაში: ცვლილება ბალანსში? POISE კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბეტა-ბლოკერების მიღების დაწყების რისკი შეიძლება აჭარბებდეს სარგებელს -   მოამზადა ეკა გემაზაშვილმა... 03.06.2008 ვრცლად

რეფლუქსის მკურნალობა ჩვილებში: გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების მქონე ჩვილებში კონსერვატული არაფარმაკოლოგიური მკურნალობა კარგი საწყისი მიდგომაა -   მოამზადა ია ქოჩორაძემ     ... 02.06.2008 ვრცლად